ნარცისების დარგვა


28 ნოემბერს სკოლა "მილენიუმის" მე–5ა კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარცისების ბოლქვები.
ჯერ დაასუფთავეს ის  ადგილი, სადაც ყვავილები უნდა დაერგოთ.

ბიოლოგიის პედაგოგმა ნანა ყაველაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ნარცისის ბოლქვების დარგვის თავისებურები.

მე–5ა კლასელები სამ ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულმა ჯგუფმა 15–20 სმ სიღრმის ორმო ამოთხარა.  გაზომეს ჰაერის ტემპერატურა – +14C.

ნარცისის ბოლქვები ერთ მთლიან ბელტს წარმოადგენდა. ნანა მასწავლებელმა ფრთხილად გაყო 3 ნაწილად.

მოსწავლეებმა ნარცისის ბოლქვები ამოთხრილ ორმოებში მოათავსეს,  მიწა მსუბუქად მიაყარეს და ბოლქვები მთლიანად მიწით დაფარეს.

ეზოში სამახსოვრო სურათიც გადაიღეს.

შემდეგ მე–5ა კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახში გადაინაცვლეს და ქოთანში ნარცისის დარგვას შეუდგნენ.

ჯერ ქოთანში მიწა ჩაყარეს და 15 სმ სიღრმეზე მოათავსეს ბოლქვები.

შემდეგ მიწით შეავსეს ქოთანი და ფანჯრის რაფაზე მოათავსეს. ოთახში ჰაერის ტემპერატურა +15C იყო.