აყვავებული ტიტა

14 აპრილს ერთი ტიტა უკვე აყვავილდა!

ტიტები ყვავილობას აპირებენ





















ერთი კვირის შემდეგ, 13 აპრილს ტიტები უკვე ასე გამოიყურებიან.

აპრილი - 2009



6 აპრილს სკოლის ეზოში დარგული ნარცისები უკვე 30-35 სმ სიმაღლისაა, მაგრამ ჯერ არ აყვავებულა. შარშან დარგული ტიტებიც ამოვიდნენ და კოკორიც გაიკეთეს. მათი სიმაღლეა 14, 21 და 23სმ. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +16 სითბო.

3 თვის შემდეგ

თებერვალში თბილი ამინდები დაიჭირა, საშუალოდ +10 გრადუსი სითბო იყო, რამაც ხელი შეუწყო ნარცისების ზრდას. მარტის თვის დასაწყისში ჩვენი ნარცისები ასე გამოიყურება:
სკოლის ეზოში 12–16 სმ სიმაღლისაა, ხოლო საკლასო ოთახში 25 სმ–მდეა.
ამოსვლა დაიწყო შარშან დარგულმა ტიტებმა, რომლის ბოლქვებმა გამოიზამთრეს და ამ გაზაფხულზე კვლავ ეცდებიან ჩვენს გახარებას.

ორი თვის შემდეგ




23 იანვარს გავზომეთ საკლასო ოთახში ქოთანში ჩარგული ნარცისების სიმაღლე. ამოსული ნარცისები უკვე 3-7 სმ სიმაღლისაა.
ოთახში საშუალოდ +20 სითბოა

ნარცისების დარგვა


28 ნოემბერს სკოლა "მილენიუმის" მე–5ა კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარცისების ბოლქვები.
ჯერ დაასუფთავეს ის  ადგილი, სადაც ყვავილები უნდა დაერგოთ.

ბიოლოგიის პედაგოგმა ნანა ყაველაშვილმა მოსწავლეებს გააცნო ნარცისის ბოლქვების დარგვის თავისებურები.

მე–5ა კლასელები სამ ჯგუფად დაიყვნენ და თითოეულმა ჯგუფმა 15–20 სმ სიღრმის ორმო ამოთხარა.  გაზომეს ჰაერის ტემპერატურა – +14C.

ნარცისის ბოლქვები ერთ მთლიან ბელტს წარმოადგენდა. ნანა მასწავლებელმა ფრთხილად გაყო 3 ნაწილად.